ციტომეტრი Attune NxT
განახლებული Attune NxT Acoustic Focusing Cytometer - გამოირჩევა გამოყენების სიმარტივით, შექმნილია უჯრედების ზომებისა და მორფოლოგიური მახასიათებლების, ფლუორესცენტულად მონიშნული ანტისხეულების, ცილებისა და სხვა რეაგენტების დეტექციისთვის.
აპარატის ინოვაციური დიზაინი იძლევა ზუსტ მონაცემებს 10-ჯერ ნაკლებ დროში, შედარებით სხვა გამდინარე ციტომეტრებთან.
Attune NxT - ამცირებს ნიმუშის მოსამზადებელი პროცედურების მოცულობას, მიღებული შედეგების ანალიზის დროს იძლევა მცირე, ლიმიტირებული ნიმუშების ანალიზის საშუალებას.
Attune NxT -ის გამოყენებისას მინიმუმამდეა დაყვანილი რაოდენობრივი ანალიზისას დაშვებული ვარიაბელობის კოეფიციენტი, რაც თავის მხრივ, ზრდის უჯრედული პოპულაციების აკურატული ანალიზის შესაძლებლობებს.
- არჩევანის თავისუფლება
- ლაზერის 6 არხი;
- კონფიგურირებადი ლაზერი და ფილტრები მეტი არჩევანის საშუალებას ქმნის მრავალ-ფერიანი პანელების დიზაინისას;
- მაქსიმალურად ნათელი და მკაფიო სიგნალის გენერირების შესაძლებლობა;
- ავტომატიზების შესაძლებლობა ნებისმიერი ლაბორატორიისთვის, რაც გულისხმობს 96-დან 384 ფოსოიანი მიკროფლეითების გამოყენებას ნიმუშების ავტომატური დამუშავების სისტემის მიერ;
- ყოველი ეტაპი კონტროლირდება კომპიუტერული პროგრამით.
ეფექტური, მოქნილი, ტრანსფორმაციული
2018 წელს Attune NxT გამდინარე ციტომეტრიის სისტემა იძლევა მულტიპარამეტრული ექსპერიმენტების ჩატარების შესაძლებლობას, რომელიც მოსახერხებელია როგორც გამოცდილი, ასევე გამოუცდელი მეკვლევარებითვის.
აპარატი შექმნილია ანალიზის სწრაფად ჩასატარებლად. კომპაქტურობის პარალელურად სისტემა ხასიათდება სარწმუნო, სწრაფი და აკურატული ანალიზით ფართო სპექტრის ნიმუშის ტიპების შემთხვევაში.
- ეფექტურობა - 10-ჯერ უფრო სწრაფი ვიდრე ტრადიციული გამდინარე ციტომეტრული ანალიზატორები;
- მოქნილი - 14 ფერამდე; 6 არხამდე ულტრაიისფერ ლაზერთან ერთად;
- ტრანსფორმაციული - რთული ნიმუშების ანალიზის შესაძლებლობა სისტემით, რომელიც ნაკლებად სენსიტიურია დაბინურების (კოლტების) მიმართ;
მინიმალური მანუალური სამუშაო ნიმუშის მოსამზადებელ ეტაპზე დროის დაზოგვის საშუალებას იძლევა.
აპარატი იდეალურია:
- იმუნოფენოტიპირება;
- უჯრედული სიგნალინგის შესწავლა;
- უჯრედული ციკლის ანალიზი;
- ღეროვანი უჯრედების კვლევა;
- სიმსივნური პროცესების შესწავლა;
- აპოპტოზური პროცესების შესწავლა;
- მიკრობიოლოგიური ექსპერიმენტების განხორციელება.
ციტომეტრის ოპტიკური სისტემა შექმნილია სიგნალის ოპტიმალური აღქმისათვის და ხასიათდება მეტად მკვეთრი და ბუნდოვანი სიგნალების აღქმით ფართო დიაპაზონში.
Attune NxT გამდინარე ციტომეტრი მკვლევარებს აძლვს შესაძლებლობას თავისუფლად მოახდინონ მრავალი ფერის მომცველი პანელების დიზაინი, სხვადასხვა ფლუოროფორის და საღებავის გამოყენებით, რომლთა ფართო სპექტრი ოპტიმალურადაა მორგებული სისტემაზე.
ლაზერი |
ტალღის სიგრძე (nm) |
გამოსხივების ფორმირების ოპტიკა (BSO) (mW) |
დიოდის ენერგია (mW) |
იისფერი |
405 |
50 |
100 |
ლურჯი |
488 |
50 |
100 |
მწვანე |
532 |
100 |
140 |
ყვითელი |
561 |
50 |
100 |
წითელი |
637 |
100 |
140 |
Attune NxT გამდინარე ციტომეტრის კონფიგურირების შესაძლებლობები
ლაზერები |
ლაზერის კონფიგურაცია |
ლაზერები რომლებიც სისტემაშია, დეტექციის არხების რაოდენობა |
დეტექციის არხების ჯამური რაოდენობა* |
||||
იისფერი, 405 nm |
ლურჯი, 488 nm |
ყვითელი, 561 nm |
მწვანე, 532 nm |
წითელი, 637 nm |
|||
1 |
ლურჯი |
შესაძლებელია გაუმჯობესება |
4 |
შესაძლებელია გაუმჯობესება |
შესაძლებელია გაუმჯობესება |
შესაძლებელია გაუმჯობესება |
6 |
2 |
ლურჯი/ მწვანე |
შესაძლებელია გაუმჯობესება |
3 |
|
4 |
შესაძლებელია გაუმჯობესება |
9 |
ლურჯი/ ყვეითელი |
შესაძლებელია გაუმჯობესება |
3 |
4 |
|
შესაძლებელია გაუმჯობესება |
9 |
|
ლურჯი/ წითელი |
შესაძლებელია გაუმჯობესება |
4 |
შესაძლებელია გაუმჯობესება |
შესაძლებელია გაუმჯობესება |
3 |
9 |
|
ლურჯი/ იისფერი |
4 |
4 |
შესაძლებელია გაუმჯობესება |
შესაძლებელია გაუმჯობესება |
შესაძლებელია გაუმჯობესება |
10 |
|
ლურჯი/ იისფერი 6 |
6 |
3 |
შესაძლებელია გაუმჯობესება |
|
შესაძლებელია გაუმჯობესება |
11 |
Attune NxT - აქსესუარები
კატალოგის ნომერი |
დასახელება |
Attune™ Acoustic Focusing Cytometer Auto Sampler Upgrade Kit |
|
Attune™ Acoustic Focusing Cytometer Auto Sampler, without computer |
Flow Cytometry Learning Center >
გამდინარე ციტომეტრიის გამოყენების სფეროები:
- Murine - მარეგულირებელი T უჯრედების დეტექცია Attune NxT გამდინარე ციტომეტრით;
- Murine - მარეგულირებელი T უჯრედების და დენდტირული უჯრედების მულტიპარამეტრული ანალიზი Attune NxT გამდინარე ციტომეტრით;
- Attune NxT გამდინარე ციტომეტრი ადამიანის სისხლის შეღებილი უჯრედების 6-ფერიანი იმუნოფენოტიპირების ანალიზისთვის პროტოკოლით, რომელიც არ მოიცავს რეცხვის და ლიზისის ეტაპებს;
- ადამიანის სისხლის ლიზირებული ნიმუშის 10-პარამეტრიანი კვლევა Attune NxT გამდინარე ციტომეტრით საშუალებას იძლება იდენტიფიცირდეს მრავალი T უჯრედული ხაზი და მიელოიდური უჯრედები;
- მულტიპლექსური გამდინარე ციტომეტრია, როგორც მაღალ-ეფექტური მეთოდი მეტაბოლური აქტივობისა და ფარმაცევტული ნაწილაკების ტოქსიკურობის შესაფასებლად;
- Copper-Safe Click-iT Plus EdU - პროლიფერაციის ექსპერიმენტი: ფიკობილი-ცილისა და ფლუორესცენტული ცილის ერთდროული დეტექციის გაუმჯობესებული თავსებადობა;
- ადამიანის მთლიანი სისხლის ლიზირებული ნიმუშის 13-პარამეტრიანი იმუნოფენოტიპირება Attune NxT გამდინარე ციტომეტრის გამოყენებით საშუალებას იძლებვა იდენტიფიცირდეს B უჯრედები, NK უჯრედები, T უჯრედების მრავალი ხაზი და მიელოიდური უჯრედები;
- ადამიანის მთლიან სისხლში ლეიკოცირების დეტექცია Attune NxT გამდინარე ციტომეტრისა და რეცხვის და ლიზისის გარეშე პროტოკოლის გამოყენებით;
- ადამიანის მთლიან სისხლში ფაგოციტური უჯრედების დეტექცია pHrodo BioParticles ფუნქციონალური ანალიზით, რეცხვის და ლიზისის გარეშე პროტოკოლის და Attune NxT გამდინარე ციტომეტრის გამოყენებით;
- ცოცხალი/მკვდარი წყალმცენარეების ანალიზი Attune NxT გამდინარე ციტომეტრით;
- რეკომენდაციები Attune NxT გამდინარე ციტომეტრის აკურატული გაზომვის პარამეტრებისთვის;
- ფლუორესცენტული ცილების დეტექცია Attune NxT გამდინარე ციტომეტრით;
- დოზა-დამოკიდებული აპაპტოზის ინდუცქიის ანალიზი გამდინარე ციტომეტრიით;
- თრმომბოცირების დეტექცია მთლიან სისცლში Attune NxT გამდინარე ციტომეტრის გამოყენებით;
- ტრანსკტიფიის ფაქტორების ექსპრესიის გამდინარე ციტომეტრული ანალიზი hPSC- მიღებული კარდიომიოცირების დიფერენცირებისას